ოპოზიციის გარკვეული ფლანგი მოგვიწოდებს, ყველაფერი გააკეთეთო, არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ „ყველაფერში“ უკვე 2008 წელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გამოეხმაურა. ქანთარიას გამოსვლას საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ნაციონალურ ერთობასა და ერთად დგომაზე უნდა ვსაუბრობდეთ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და რუსების დისკურსს იმეორებს.