"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით გახარიას გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა. მან ასევე ყველას მოუწოდა, "დაგუგლონ", თუ როგორ ხდება მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში. მისივე თქმით, აუცილებლად გამოსაკვეთია ხალხი, ვინც 20-21 ივნისს შეკრებილ მომიტინგეებს აქეზებდნენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ.