"ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია 14 სამშობლოს დღედ დაწესებას და უქმე დღედ გამოცხადებას მოითხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით ქანთარიამ პარლამენტს უკვე მიმართა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი როგორც უქმე დღე უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად 14 მაისი უნდა გამოცხადდეს არასამუშაო დღეთ.
"თამარის ხსენების დღე - 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ - უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება", - ნათქვამია ქანთარიას განმარტებით ბარათში.