მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. როგორც „პალიტრანიუსს“ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, წიკლაურის მკურნალობაში, ონლაინ რეჟიმში, გერმანელი პროფესორები არიან ჩართული და მათი შეფასებით, პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მომღერალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.