ფრანკფურტი, ან ფრანკფურტ-ამ-მაინი - გერმანიის ბიზნეს-დედაქალაქი, ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიური და თანამედროვე ქალაქია. საქმიანობის გამო მას ჩიკაგო-ამ-მაინს ან მაინ-ჰეტენსაც უწოდებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი შუშისა და ბეტონისგანაა აშენებული. მაგალითად, მყუდრო და ლამაზი უბანი ალტ-ზაქსენჰაუზენი - ბებერი გერმანიის სრული განსახიერებაა. თმცა, ნუ მოგატყუებთ აქაური ძველებური არქიტექტურის იერსახე - სინამდვილეში, აქ ვერ იპოვით 50 წელზე მეტი ხნის შენობას.სამწუხარო ისტორიული სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი თითქმის განადგურდა. თუმცა, სიყვარულით აღდგენილი, ის სტუმრებს სამუზეუმო სანაპიროს ელეგანტური შენობებისა და ბანკების თანამედროვე კვარტლის ჰარმონიული შერწმით ახარებს.