"ნუ მოჭრი - მორთე" - ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალ კამპანიას იწყებს. აქცია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. მის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ლოკაცია და მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, კონტროლს გააძლიერებს და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი ზომები გატარდება.