პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა."ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭებით", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრიბუნიდან მიმართა.
კობახიძემ დეპუტატებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენისას "ნაციონალური მოძრაობა" და მისგან წამოსული დეპუტატები ახსენა. მისი თქმი "ნაცების", "შმაცების" და "შმაცუნების" შეცვლა არ მოხდება. რასაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: "ბებიაშენს დაუძახე" მოჰყვა.