ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების აქცია სლოგანით - "ნუ გვისმენთ" მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანოპროექტის პარლამენტში განხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონპროექტის მიღებით ქვეყანაში უკანონო მოსმენები გააგრძელოს. პარლამენტი დღეს ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.