ფსიქიატრთა განმარტებით, ცისფერი ეკრანისადმი გადამეტებული ინტერესი ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. ამას უპირველესად განაპირობებს ნეგატიური ინფორმაციები, რომლებიც უხვად იფრქვევა "ყუთიდან", მეორეც - ტელეგადაცემებზე დამოკიდებულება ღლის როგორც მხედველობით სისტემას, ასევე ტვინს. სპეციალისტები გვირჩევენ, ცისფერ ეკრანთან დროის გატარება ჩავანცვლოთ მეგობრებთან ურთიერთობით, წიგნის კითხვით ან უბრალოდ სეირნობით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მე-10 ადამიანს ფსიქიკური დარღვევები აღენიშნება. შინაგანი დაძაბულობა, უმიზეზო განგაში, შფოთვა, შრომისუნარიანობის დაქვეთება, ყურადღების დეფიციტი "მეგაპოლისების" მცხოვრებთა განუყრელი ნაწილია. ზამთრის პერიოდში სინათლის დღის ნათელი პერიოდის ნაკლებობის გამო, დეპრესია და უარყოფითი ემოციები განსაკუთრებულად ღრმავდება, ასე რომ, ხსნას ნუ ეძებთ "ცისფერ ყუთში", ნუ გგონიათ, რომ ზამთრის ცივ დღეებში ტელევიზორი გაგართობთ, პირიქით, ის უფრო მეტად ამძიმებს ფსიქიკას.