კვლევის თანახმად ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს. მობილური ტელეფონის გამოსხივება უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვძინავს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ.მეცნიერები და ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთ დავიძინებთ, თუ საძინებელი ზონიდან გავიტანთ მობილურ ტელეფონს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. საძინებელი უნდა იყოს საძინებელი და მასში არ არის ადგილი არც ტელევიზორისთვის, არც კომპიუტერისა და არც მობილური ტელეფონებისთვის. მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის ჩარლჩ ჩეიზლერის ვარაუდით, მობილური ტელეფონიდან გამომავალი მცირე შუქიც კი, მძინარე ადამიანის თვალის ბადურას აღიზიანებს და ბევრ პრობლემას იწვევს.