საღეჭი რეზინის მუდმივი ღეჭვა სერიოზულ შედეგებს იწვევს: გამორიცხული არ არის კუჭის წყლულის განვითარება , რადგან განუწყვეტლივ მიმდინარეობს კუჭის წვენის გამოყოფა, რომელსაც ორგანოს დამცავი ლორწოვანი გარსის მონელების უნარი შესწევს. მშიერ კუჭზე ღეჭვა პროვოცირებას უწევს გასტრიტის განვითარებასაც. მიჩნეულია, რომ რეგულარული ღეჭვა ზედა და ქვედა ყბის შემაერთებელი სახსრების დაზიანებას იწვევს. გადაყლაპული საღეჭი რეზინი ნაწლავებში ერთგვარ საცობს ქმნის, რომლის ამოღებაც მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი, გარდა ამისა, მისი კომპონენტები ხშირად ალერგიულ რეაქციებსაც იწვევს.