17:41
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას - ვიდეო დაგარწმუნებთ წყალი მიიღოთ, თუნდაც ძალით ყლუპ-ყლუპად, ყოველ 2 საათში
08-01-2019

ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას, დღის განმავლობაში აუცილებლად სვით წყალი, თუნდაც ყლუპ-ყლუპად, ყოველ 2 საათში! წყალი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისათვის!

გაითვალისწინეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა, წყლის დეფიციტია!

ქრონიკულ დაღლილობას და ძილიანობას ხშირად ორგანიზმში წყლის დეფიციტი განაპირობებს. როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, ის მისი მოძიების ქცევას რთავს, თუ გარედან ვერ იღებს, შიდა რეზერვების მოძიება-მობილიზებას იწყებს, მათ შორის, სისხლიდან ახდენს გადანაწილებას, რაც სისხლის რამდენადმე გასქელებას და ცირკულაციის დარღვევას განაპირობებს, შედეგად ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება. სწორედ ამ უკანასკნელითაა გამოწვეული ძილიანობა.

ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ სულ გეძინებათ და გამოძინების მიუხედავად, მაინც ვერ იკრებთ ძალებს, მუდმივად გაწუხებთ დაღლილობა, ყავაც ვეღარ გაფხიზლებთ, წყლის სმის რეჟიმს დაუთმეთ მეტი ყურადღება. რეგულარულად სვით წყალი და თქვენი მდგომარეობა შეიცვლება!


გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები