პარიზის მასტერსი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. ნოვაკმა კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, ATP-ის 77-ე ტიტული მოიგო, რითაც ლეგენდარულ ჯონ მაკინროის გაუთანაბრდა. სერბი რაფაელ ნადალს (84 ტიტული), ივან ლენდლის (94), როჯერ ფედერერს (103), ჯიმი კონორსს (109) ჩამორჩება. ნოლემ ფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი 6:3, 6:4 მარტივად დაამარცხა. ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით თითქმის მილიონი ევრო და 1000 სერიტინგო ქულა გამოიმუშავა.