11:37
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს
15-01-2022

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დღეს, ონლაინ რეჟიმში გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელი დაკავებული იქნება ხვალ დაგეგმილ სასამართლო მოსმენამდე, სადაც გადაწყდება დარჩება თუ არა ავსტრალიაში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას „ავსტრალიის ღია ჩემპიონატში“ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი თუ მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდება. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა არავაქცინირებულ სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა. სასამართლო მოსმენა კვირისთვის არის დაგეგმილი, ანუ „ავსტრალიის ღია ჩემპიონატის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე. ჯოკოვიჩისთვის უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე წლევანდელი ჩემპიონატი, რადგან ავსტრალიიდან დეპორტაციას, როგორც წესი, ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვა მოსდევს.

AutoPlay
ამ წუთებში კახა კალაძე განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ახალ პროექტს მოამზადებენ
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
ეპიდემიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში 48 ბაღია დახურული
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 477 ადამიანს დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები