სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს.
მედიის ინფრომაციით, სპორტსმენი ახალა კონსულტაციებს იურისტებთან გადის, რათა ავსტრალიის ხელისუფლებას არაადამიანური მოპყრობის გამო უჩივლოს. ჯოკოვიჩის თქმით, მას მელბურნში, კარანტინში ყოფნის დროს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის გეგმავს ავსტრალიას კომპენსაციის სახით 3.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი (4.3 მილიონი აშშ დოლარი) მოსთხოვოს, რომლის მიღებასაც ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის შემთხვევაში აუცილებლად მოიგებდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავიდა, სადაც საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. 16 იანვარს მან სასამართლო დავა წააგო და ქვეყნიდან გააძევეს.