საქართველოს პრეზიდენტის პრესსსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარებები ესაჭიროებათ, შესაძლებელია იმაზე ფიქრი, საქართველოს როგორ და რა ფორმით შეუძლია დახმარება. მისი თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარის გამო უმძიმეს დროს ქართველი ხალხი ფრანგი ხალხის გვერდზე დგას. კიითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში, მოისწრაფიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, რაც საფრანგეთის ხელისუფლება განსაზღვრავს, თუ რა ტიპის დახმარებაა საჭირო.