16:27
25 იანვარი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ნორვეგიული კომპანია საქართველოში 8-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს
27-01-2017

ნორვეგიული კომპანია ქლინ ენერჯი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ნორვეგიული მედიის ცნობით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი ნორვეგიული კრონია. ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ქლინ ენერჯი პროექტის განხორციელებას თურქულ ინდუსტრიულ კომპანია ენკასთან ერთად გეგმავს.  ჰიდროელექტროსადგური წლიურად 1.5-1.6 ტერავატი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. კომპანია ქლინ ენერჯის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეს იქნება ყველაზე დიდი ნორვეგიული პროექტი და ჰიდროელექტრო სადგური, რომელსაც ნორვეგიული კომპანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ განახორციელებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები