მსოფლიოში უდიდესი საინვესტიციო ფონდი - „ნორვეგიის ეროვნული სიმდიდრის ფონდი“ შარშან ტრილიონ 690 მილიარდი ნორვეგიული კრონით ანუ 180 მილიარდი დოლარით შეივსო. ასეთი მკვეთრი მატება, სააქციო ბაზრის ზრდამ განაპირობა. ცნობისთვის, ამ ფონდისთვის, რომლის მოცულობაც ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს ყველაზე დიდი წლიური მატებაა.
სიმდიდრის ფონდი 1996 წელს შეიქმნა და მისი დანიშნულება, მომავალი თაობებისთვის, ნავთობის მიმდინარე გაყიდვით მიღებული შემოსავლების შენახვაა. ის მთელს მსოფლოიოში, 9 ათასზე მეტი კომპანიის აქციების მფლობელია.
მსოფლიოს სააქციო ბაზრებზე რეგისტირებული კომპანიების აქციების დაახლოებით 1.5 პროცენტი, სწორედ ნორვეგიის ეროვნული სიმდიდრის ფონდის საკუთრებაშია. მისი მოცულობა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ-ს) დაახლოებით სამჯერ აღემატება.