ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა (იგივე ნორვეგიის სანავთობო ფონდი), რომელიც 1 ტრილიონი დოლარის აქტივებით კეთილდღეობის ყველაზე მსხვილი ფონდია მსოფლიოში, 2019 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შემოსავალი მიიღო. შემოსავალი მის ფასიან ქაღალდებში IT-კომპანიების მხრიდან ინვესტიციების აქტიური ზრდის შედეგად გაიზარდა.
როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, იანვარ-მარტის განმავლობაში ფონდმა 738 მილიარდი ნორვეგიული კრონის ანუ დაახლოებით, 84 მიილარდ 150 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ფონდის არსებობის 23-წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავალია.აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს ფონდმა პირველად ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ზარალი ნახა.