მსოფლიოში უმდიდრესმა - ნორვეგიის კეთილდღეობის ფონდმა მცირე ნავთობ და გაზმომპოვებელი კომპანიების აქციების გაყიდვა გადაწყვიტა. ამასთან, ის შეინარჩუნებს ისეთი გიგანტების აქციებს, როგორებიცაა „როიალ დაჩ შელი“ და „ექსონ მობილი“.
დაახლოებით ერთწლიანი განხილვის შემდეგ, ქვეყნის მთავრობამ ფონდის ხელმძღვანელობას იმის რეკომენდაცია მისცა, რომ გაყიდოს ისეთი კომპანიების აქციები, რომლებიც ნავთობსაბადოების მოძიებასა და ნავთობის გადამუშავებაზე არიან ორიენტირებულნი. მათ შორისაა, „ანადარკო პეტროლეუმი“, რომელიც საქართველოშიც აწარმოებს ახალი საბადოების საძიებო სამუშაოებს. საერთო ჯამში ფონდი, რომელიც ტრილიონზე მეტი დოლარის ქონებას აკონტროლებს, აღნიშნული კომპანიების 7 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს გაყიდის.
ნორვეგიის კეთილდღეობის ფონდი, მსოფლიოს უმდიდრეს ორგანზაციად ბოლო ორ ათწლეულში ჩამოყალიბდა. მისი ფინანსური საფუძველი, ნავთობისა და გაზის მრეწველობიდან მიღებული მოგებით ჩამოყალიბდა. ფონდის მმართველობას ქვეყნის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. ფონდს „შელის“ აქციების 2.45 პროცენტი, BP-ს აქციების 2.31 პროცენტი, „ტოტალის“ 2.02 პროცენტი, „შევრონის“ 0.99 და „ექსონმობილის“ 0.94 პროცენტი ეკუთვნის.