ნორვეგიელი ინჟინრები წყალქვეშა მცურავი გვირაბების პროექტზე მუშაობენ, რომელთა განთავსება ფიორდების ქვეშ იგეგმება. როგორ სახეს მიიღებს ეს კონსტრუქცია საბოლოო ჯამში, ჯერ უცნობია. არსებობს მხოლოდ წინასწარი ესკიზები.იგეგმება, რომ წყალში 30 მეტრის სიღრმეზე განთავსდება ბეტონის მილები, რომლებშიც ავტომობილები ივლიან ისე, როგორც ჩვეულებრივ გვირაბში. სავარაუდოდ, ეს მილები ტროსების მეშვეობით ფსკერზე დამაგრდება, ხოლო წყლის ზედაპირზე დამხმარე პონტონები განთავსდება.
იხილეთ ვრცლად allnews.ge-ზე