ნორვეგიის მთელს ტერიტორიაზე ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემის ნიშნად დროშებია დაშვებული. ნორვეგიის მეფემ, ჰერალდ V-მ განაცხადა, რომ ქალაქ კონგსბერგში დატრიალებულ ტრაგედიას მთელი ქვეყანა გლოვობს.
„ნორვეგია პატარა ქვეყანაა. როდესაც კონგსბერგი მძიმე დარტყმას იღებს, ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც თქვენც გვერდით დგას. იმედი გვაქვს, უსაფრთხოება აღდგება ისე, რომ შიში არ დამკვიდრდეს,“ - განაცხადა ნორვეგიის მეფემ.
შეგახსენებთ, ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მამაკაცი მოქალაქეებს მშვილდ-ისრის გამოყენებით დაესხა თავს, დაიღუპა 5 და დაშავდა 2 ადამიანი. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ის დანიის 37 წლის მოქალაქეა, რომელმაც ისლამი გარკვეული დროის წინ მიიღო და რადიკალური შეხედულებების გამო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცავების განცხადებით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო.