ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა, სადაც ელექტრომობილების გაყიდვები სულ უფრო მზარდია შიგაწვისძრავიანი ავტომობილების კლების ხარჯზე.
ამასთან, ამ ტიპის უკანასკნელი ავტომობილი ნორვეგიაში შესაძლოა, 2022 წლის აპრილში გაიყიდოს. ყოველთვიურად სკანდინავიის ამ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები შიგაწვისძრავიანი ავტომობილი იყიდება. ბოლო მონაცემებით ტოპ-15 ყველაზე გაყიდვად ავტომობილს შორის 14 ელექტრომობილია და 1 ჰიბრიდი.
ადგილობრივმა გამოცემა motor.no შიგაწვისძრავიანი ავტომობილების კლების გრაფიკი შეადგინა და დაადგინა, რომ თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, ქვეყანაში ახალგაყიდულ ავტომობილებს შორის შიგაწვისძრავიანი უკანასკნელი ავტომობილი მომავალი წლის აპრილში გაიყიდება.