ნორვეგიამ არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე ვიზიტორებისთვის გარემოზე ზემოქმედების გამო შეზღუდვები დააწესა და საკრუიზო გემებს ვერტმფრენებითა და წყალქვეშა ნავებით არქიპელაგზე ტურისტული მომსახურება აუკრძალა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
მთავრობის მითითების თანახმად, ყოველ საკრუიზო გემზე, რომელიც სვალბარდის დაცულ რაიონებში მიემგზავრება, მგზავრთა რაოდენობა 200 ადამიანამდე, გადმოსვლის ადგილებზე კი 42 ადამიანამდე იზღუდება. ამასთან, პოლარული, თეთრი დათვების სანახავად მინიმალურ მანძილად 500 მეტრი დაწესდა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში დრონების გამოყენება აიკრძალა.
ნორვეგიის გარემოს დაცვის სააგენტო იუწყება, რომ სვალბარდზე, რომელიც ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ პოლუსს შორის მდებარეობს, ტურისტული ვიზიტები 1996 წლის 29 ათას 600-კაციანი მაჩვენებლიდან 2019 წელს 124 ათას ვიზიტორამდე გაიზარდა. კუნძულის მუდმივი მოსახლეობა, დაახლოებით, 2 ათას 900 ადამიანს შეადგენს.