13:09
22 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ნორვეგიამ ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად დაფინანსება დროებით შეაჩერა
20-08-2019

ბრაზილიის ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო ნორვეგიამ ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად დაფინანსების გამოყოფა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ სტატიას „გარდიანი“ ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნორვეგიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ჯუნგლებში ხეების მოჭრის ტემპი შეჩერების ნაცვლად, გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის პოზიციას გერმანიის ხელისუფლებაც იზიარებს. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტროპიკული ტყეების გაჩეხვას შეაჩერებდა, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა.

ცნობისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საერთო ჯამში, ნორვეგიამ ამაზონის ჯუნგლებში ტროპიკული ტყეების გადასარჩენად 1 მილიარდ 2 მილიონი დოლარი გამოყო.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
21-02-2020
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
21-02-2020
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
21-02-2020
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
21-02-2020
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
21-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები