კორონავირუსის ახალი, ე.წ.ბრიტანული შტამით ინფიცირების გამო, ნორვეგიაში კარანტინის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოსლოსა და კიდევ ცხრა მუნიციპალიტეტში სავაჭრო ცენტრები და არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიები 1-ელ თებერვლამდე დაიხურება. ღია დარჩება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები. გამკაცრებული შეზღუდვების ფარგლებში სპორტული ღონისძიებები შეწყდება, დაიხურება რესტორნები და სკოლებში სწავლა, უმეტესად, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.