03:28
19 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანიის გაკოტრების პროცესი 4 თვით შეჩერდა
13-05-2022

შვეიცარიის კანტონა ცუგის სასამართლომ პროექტ Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის გაკოტრების პროცესი 4 თვით, მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე შეაჩერა. ამის შესახებ Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „განმცხადებელს კრედიტორებისთვის გადახდაზე დროებითი მორატორიუმი მიენიჭა,“ ხოლო დროებით მმართველად კომპანია Transliq AG დაიქირავეს.

Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი მას შემდეგ წარადგინა, რაც თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების საპასუხოდ, გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა, ხოლო შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Nord Stream 2-ის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ისა და მისი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები