იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირ „ვიარეჯიოს თასზე", რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებიდან წამყვანი კლუბების 19-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, „ნორჩი დინამოს" გუნდს მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ sportall.ge წერს.მათივე ცნობით, დამოუკიდებელი ევროპული კომპანია „ფედერბეთი", რომელიც მთელ მსოფლიოში საეჭვო ფსონებს და შესაძლო გარიგებულ მატჩებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ „ნორჩი დინამოს" სამივე მატჩზე უჩვეულოდ მაღალი ფსონები დაფიქსირდა.საუბარია „ნორჩი დინამოს" მიერ "რიეტისთან" (1:5), "ტორინოსთან" (1:7) და "ატლეტიკო პარანაენსესთან" (1:4) წაგებულ მატჩებზე.„ზოგადად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მომენტი - დიდი ფსონები იმაზე დაიდო, რომ „ნორჩი დინამო" გოლს მატჩების ბოლო წუთებზე გაუშვებდა. თანხები იმდენად მაღალი იყო, რომ კოეფიციენტებიც კი საშუალოდ, 2,5-დან 1,4-მდე დაიწია", - აცხადებს „ფედერბეთის" წარმომადგენელი ფრანჩესკო ბარანკა.გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა „რიეტის" ახალგაზრდული გუნდების ხელმძღვანელი ჯანფრანკო მანჩინიც.„პირადად მე არც კი ვიცოდი, რომ ამ თამაშებზე თანხის დადება იყო შესაძლებელი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქართული გუნდი იმდენად სუსტი იყო, რომ ვინმესგან მათ მიერ გოლის გაშვება არ არის გასაკვირი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს", - განაცხადა მანჩინიმ.„ფედერბეთის" ინფორმაციით, "ნორჩი დინამოს" სამი მატჩის შედეგად აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩინეთიდან დადებული ფსონებით მომხმარებლებმა მილიონობით ევრო მოიგეს. კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა იტალიის პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.