კომპანიამ Nokia დაანონსა კეცვადი ტელეფონის Nokia 2720 Flip გამოსვლა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ.
Nokia 2720 Flip კეცვადი ტელეფონია, რომელსაც თანამედროვე აპლიკაციების მხარდაჭერაც შეუძლია, მათ შორის WhatsApp-სა და Facebook-ის. გარდა ამისა, მას აქვს Google-ის ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერაც.
ტელეფონი პირველად ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე IFA-ზე ბერლინში უჩვენეს და მისი გაყიდვები თვის ბოლოდან დაიწყება. მოწყობილობის ფასი 89 ევროა.