გასული წლის ნოემბერში, ვადაგადაცილებული სესხები 52 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა და 478 მილიონ 800 ათას ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ამასთან, სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების 48.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.6 პროცენტს გაუტოლდა.