2019 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 მეათედი პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.5 მეათედი პროცენტით გაიზარდა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ფასების 0.5 მეათედი პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. კერძოდ ამ ჯგუფზე ფასების 1.6 მეათედი პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.ასევე ფასები 1.6 მეათედი პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 8.7 მეათედი პროცენტით, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე 16.3 მეათედი პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფში ფასები 3.1 მეათედი პროცენტით გაიზარდა.