მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 173 ლარი და 80 თეთრი იყო.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ლარითა და 40 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში ეს მონაცემი 175 ლარსა და 70 თეთრს შეადგენდა.საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში 50 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 154 ლარი და 40 თეთრი შეადგინა, 1 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 292 ლარი და 50 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 2 ლარითა და 30 თეთრით არის შემცირებული.