ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა - Palitra News

ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614.09 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

2019-12-26 08:07:04+04:00

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ წინა თვესთან შედარებით 614 მილიონ 90 ათასი ლარით ანუ 2%-ით მეტი სესხი გაიცა და პირველი დეკემბრისთვის 31 მილიარდ 370 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237 მილიონ 370 ათასი ლარით ანუ 1.73%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376 მილიონ 730 ათასი ლარით ანუ 2.21%-ით გაიზარდა.

ამასთან, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4 მილიარდ 430 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 10 მილიარდ 420 მილიონი ლარის მოცულობის სესხი.

სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.4 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.11 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.