ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 79.58 მლნ ლარით, ანუ 0.13 პროცენტით შემცირდა და 2021 წლის პირველი დეკემბრისთვის 59.53 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ერონული ბანკი ავრცელებს.
სების ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.57 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.71 პროცენტია.
ცნობისთვის, 2021 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.