ტელეკომპანია „პირველის" გენერალურმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა. როგორც მელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სუს-ის ყველა შეკითხვაზე პასუხი იყო ერთი, რომ ჟურნალისტებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი აძლევთ საშუალებას მათი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე არ მისცენ ჩვენება.
მელაძის ინფორმაციით, მან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ბრიფინგიდან გაიგო და მანამდე აღნიშნულ საკითხე გიორგი გაბუნიასთან საუბარი არ ჰქონია.
შეგახსენებთ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.