ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ჰქოდათ, კატეგორიულად უარყოფს. მელაძის თქმით, მას 20 ივლისის ინტერვიუს შემდეგ, ოქრუაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილი კი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა და „რუსთავი2“ ის 80%-იანი წილის გადაცემა შესთავაზა. როგორც რეხვიაშვილმა განაცხადა, ჟურნალისტებმა პასუხის გასაცემად დრო ითხოვეს.