არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.“ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიაციების ქსელი. ახლა არ ვიცით, ეს ქსელი რა მდგომარეობაშია. დამწვარ სექტორში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, შესაბამისად, არ ვიცით, რა მდგომარებაა ადგილზე“, – აღნიშნა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
ამავე თემაზე: ხანძარი "რუსთავი2"-ის შენობაში - პირველი კადრები ადგილიდან
LIVE: როგორ გამოიყურება ამ წუთებში "რუსთავი2"-ის შენობის ის ნაწილი, სადაც ხანძარი გაჩნდა