ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატები, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისის დაწვის ფაქტს გამოეხმაურნენ. უფლებადამცველები უსაფუძვლოს უწოდებენ ნიკა მელიას განცხადებას, თითქოს ამ საქმეში ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ და ოფისი მათი დავალებით დაწვეს. ადვოკატები ამბობენ, რომ ნიკა მელიას არანაირი მტკიცებულება არ აქვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის ციხეში იმყოფება, არ იცნობს არც კახა კალაძეს და არც ლევან კობიაშვილს. რაც შეეხება ლევან შუკაკიძეს, ადვოკატების თქმით, ის შესაძლოა იცნობდეს ლევან კობიაშვილს.
ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, ძმები შუკაკიძეები საარჩევნო პროცესში არ იყვნენ ჩართულნი.