ღამით გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად "ბავშვთა სამყაროს" შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. ცეცხლის ჩაქრობას 30-მდე სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და შენობა ავარიულია.
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების ნაწილის ვარაუდით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს. როგორც ისინი აცხადებენ, ცეცხლი რომ სპეციალურად არ გაეჩინათ, ის ყველგან ერთდროულად არ მოეკიდებოდა.
ნახეთ ყველა რაკურსი და ყველა დრამატული კადრი ხანძრიდან ერთ ვიდეოში.