საერთაშორისო ძებნაში მყოფ ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატს ვლადიმირ გლუშკოვს და მის ძმას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 100 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.როგორც გლუშკოვების ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, დაკავებულ ძმებს 9-თვიანი საექსტრადიციო ვადა 1 კვირაში ეწურებოდათ, რის გამოც პროკურატურამ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. გადასცემს, თუ არა საქართველო ძმებ გლუშკოვებს რუსეთის ფედერაციას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აფციაურის განცხადებით, საბოლოო ჯამში იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს.