ტროტუარების გასასუფთავებლად, დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ინსტიტუტები ყოველწლიურად 70 მილიონ დოლარამდე ხარჯავენ. საღეჭი რეზინი ქუჩის ნაგავს შორის ყველაზე ხშირად ხვდება, სიგარეტის ნამწვავის შემდეგ.ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20 მილიონ დოლარამდე იხარჯება საღეჭი რეზინების დასამზადებლად, მაგრამ მოხმარების შემდეგ, ისინი სიცოცხლეს ასფალტზე ასრულებენ.
ბრიტანელმა დიზაინერმა ანა ბულუსმა პრობლემის გადაჭრის თანამედროვე გზა მოძებნა - ის საჯარო ადგილებში პატარა კოლოფებს ამაგრებს, სადაც გამვლელები საღეჭ რეზინს აგდებენ. ანას საღეჭი რეზინები გადამამუშავებელ ქარხანაში მიაქვს, სადაც მათგან ნივთებს ამზადებენ.