ნიორი გაციების დროს ხშირად გამოყენებული ძველი ხალხური საშუალებაა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნიორი რეალურად ამარცხებს ჰოსპიტალური ინფექციების გამომწვევ მდგრად ბაქტერიებს. ყურადღების ცენტრში მოექცა ნაერთი აჯოენი, რომელიც შლის რეზისტენტული ბაქტერიების სტრუქტურას და ანტიბიოტიკებს ხელახლა სძენს ძალას. ნაერთი საშიშია ბაქტერიებისთვის, ის არღვევს ადამიანის ქსოვილებზე ბაქტერიების მიმაგრებისთვის აუცილებელი გენის მუშაობას. ამ გენის გარეშე ბაქტერიები ვეღარ მრავლდებიან.კოპენჰაგენის უნივერსიტეტის თანამშრომლების მტკიცებით, აჯოენის გამოყენება შესაძლებელია კისტოზური ფიბროზის და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ქრონიკული ჭრილობების სამკურნალოდ. ნაერთი ასევე ეფექტურია მეთიცილინის მიმართ მდგრადიოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ.ნაერთი თრგუნავს განსაკუთრებული გენის აქტივობას, რაც იწვევს ბაქტერიული ბიოაპკის დარღვევას. ამ წებოვანი წარმონაქმნის საშუალებით, ბაქტერიების კოლონიები უმაგრდება ადამიანის ქსოვილებს და იცავს ბაქტერიებს წამლების მოქმედებისგან. აჯოენი ბაქტერიებს არ ანადგურებს, ის ამუხრუჭებს გამრავლების პროცესს. შედეგად, ანტიბიოტიკები და იმუნური სისტემა აქტიურად ებრძვის პათოგენებს. ნაერთისტესტირება განახორციელეს ორი ტიპის ბაქტერიაზე - აღმოჩნდა, რომ ნაერთი ორივე ბაქტერიას ებრძვის ერთდროულად, რაც მას ანტიბიოტიკების იდეალურ დანამატად აქცევს.