ნიუ-ჯერსის შტატში ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტთან დრონების გამოჩენის გამო რეისების განხორციელება შეწყდა. ერთ-ერთმა პილოტმა, რომელიც ტეტერბოროს აეროპორტისკენ მიფრინავდა განაცხადა, რომ გაურკვეველი წარმომავლობის უპილოტო საფრენი აპარატი მას 9 მეტრამდე მიუახლოვდა. ნიუარკის აეროპორტი ამერიკაში რიგით მე-11 ყველაზე დიდი აეროპორტია, საიდანაც წლის განმავლობაში 20 მილიონამდე რეისი ხორციელდება. როგორც ავიაციის ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დრონების გამოჩენის შემდეგ აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა. აეროპორტებს, საიდანაც ნიუარკის მიმართულებით რეისების განხორციელება იგეგმებოდა, შეატყობინებს მომხდარის შესახებ და დროებით რეისები გადადეს. შეგახსენებთ, მსგავსი ინციდენტები რამდენიმე კვირის წინ ლონდონის გეთვიკისა და ჰითროუს აეროპორტებშიც მოხდა. თუმცა, დრონების საქმეზე არავინ დაუკავებიათ.