09:27
4 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ნიუ-სითიში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
11-12-2019

ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ნიუ-სითიში მომხდარი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელია.

თავდაპირველად სროლა სასაფლაოსთან ახლოს მოხდა, სადაც ორმა შეიარაღებულმა პირმა მათთან მიახლოებულ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. დაპირისპირება თავდამსხმელებსა და პოლიციის სხვა ოფიცრებს შორის კოშერის სუპერმარკეტში გაგრძელდა, რასაც სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპნენ თავდამსხმელებიც. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები მოპარული სატვირთო ავტომობილით მოძრაობდნენ, რომელშიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. მათივე თქმით, აღნიშნულ მოწყობილობას ექსპერტიზა უტარდება.

ინციდენტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

AutoPlay
ბრაზილიაში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 561 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
ენტონი ფაუჩი - კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ბავშვების დაინფიცირებას ხარჯზე არ უნდა მოხდეს
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
დღეს გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტს
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
უშედეგო ძებნის 18 დღე - სვანეთში დაკარგულ მოზარდს ისევ ეძებენ
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ს საელჩოსთან აქციას გამართავს
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
კიევში სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბანკის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები