აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ვერტმფრენს დაჯდომისას პრობლემა შეექმნა და მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ისინი აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად პოლიციელი და მეხანძრე დაშავდნენ. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ჯგუფებმა დროულად მოახერხეს ვერტმფრენში მყოფი ადამიანების გადარჩენა.
აღსანიშნავია, რომ პილოტსა და მის დამხმარეს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას უჩევს შემთხვევის ადგილთან მიახლოვებისგან თავი შეიკავონ. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.