ნიუ-იორკში შესაძლოა ქუჩის გადაკვეთისას მობილურ მოწყობილობებში ყურება აიკრძალოს. შესაბამისი კანონპროტექტი ნიუ-იორკის შტატის სენატში უკვე შეიტანეს.
კანონპროექტის მიხედვით, ქუჩის გადაკვეთისას ტელეფონში ყურების შემთხვევაში დამრღვევის 25-დან 250 დოლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს. აკრძალვა ეხება მოკლე ტექსტური და ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნას, ინტერნეტში თვალიერებას, თუმცა, გადაუდებელი შემთხვევების გამოკლებით.
"რთულია ვერ შენიშნოთ იმ ადამიანთა სიმრავლე, რომლებიც ქუჩაში სიარულის დროს ტელეფონში იყურებიან, განსაკრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ისინი ქუჩის გადაკვეთის დროსაც მიმოწერით არიან დაკავებულები", - განაცხადა, სენატორმა ფელიქს ორტიზმა, რომელსაც ეკუთვნის აკრძალვის იდეა.
კანონპროექტი ტრანსპორტის კომიმტეტმა უნდა დაამტკიცოს როგორც ასამბლეაში, ასევე სენატში მანამ ვიდრე მას საბოლოო კენჭს უყრიან