ნიუ-იორკში აშშ-ის საზღვაო ძალების 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი ჩავიდა, - ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გემ "Comfort"-ზე არა კორონავირუსით დაინფიცირებულ, არამედ სხვა პაციენტებს უნკურნალებენ, რომლებიც ქირურგიულ ოპერაციას ან გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო რესურსების გამოთავისუფლებას შეუწყობს ხელს.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ გემი-ჰოსპიტალის ქალაქში შესვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა გაერთიანდეს.