ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - Palitra News

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

2020-03-31 13:18:48+04:00

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დაადასტურა. იმნაძის ინფომრაციით, გარდაცვლილი 64 წლის მამაკაცია. ამასთან, როგორც იმნაძე ამბობს, ეს კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.