ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ნიუ-იორკში გასულ ღამეს სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" ქალაქის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია წინა ღამით დაკავებული მომიტინგეების რაოდენობაზე, როდესაც პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 700-მდე ადამიანი დააკავა.
კანონის დარღვევის გახშირების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში "კომენდანტის საათის" 3 საათით ადრე დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, ნიუ-იორკში "კომენდანტის საათი" ძალაში საღამოს 8-დან დილის 5 საათამდეა დაწესებული.
შეგახსენებთ, აფროამერიკელი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ქვეყნის 75-ზე მეტ ქალაქში შეკრებილი დემონსტრანტები ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელის მიმართ მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას მოითხოვენ.