ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, სავარაუდოდ, ორი ცნობილი სპორტსმენია - რა ინფორმაციას ფლობენ კრივის ფედერაციაში? - Palitra News

ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, სავარაუდოდ, ორი ცნობილი სპორტსმენია - რა ინფორმაციას ფლობენ კრივის ფედერაციაში?

2017-06-08 14:15:26+04:00

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ. კრივის ფედერაციაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის, არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. როგორც პალიტრანიუსს ფედერაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის ამერიკაში მყოფ სპორტსმენებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

იხილეთ ვიდეო:

ნიუ-იორკში დაკავებული ქართული დაჯგუფების ლიდერის პირველი განცხადება: "გასაგებია რა ბრალდებებიც წამიყენეს, მაგრამ გაუგებარია რატომ"

ვინ არის ნიუ-იორკში დაკავებული 15 ქართველი კრიმინალი, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ